რეზონანსი
24.10.2019

 (რეზონანსი) სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ამირეჯიბი ქვეყანაში მიმდინარე მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.

"ხალხი ძალიან მძიმე დღეშია, ბავშვებს შიათ ამ ქვეყანაში, ბავშვებს წამალი არ აქვთ და იხოცებიან, ზოგი უკურნებელი სენით ავადდება, არადა, დროულად რომ დალიოს ის წამალი, ამ სენს აიცილებს თავიდან. ამას დაამატე „ნაცების" დროს ღირსებააყრილი და ქონებაწართმეული ხალხი. ოჯახები ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობენ, მათ სახლებსა და აგარაკებში „ნაცები" არიან ოჯახებით გამოჯგიმულები, ადრე წაართვეს და დღემდე შერჩათ. ხალხს ის ბიზნესები წაართვეს, 15-20 წელი რომ მოანდომეს იმის აწყობას. ახლა, ეს ბიზნესწართმეული ხალხი სახელმწიფო ან კერძო სექტორში მუშაობს, ხელფასით ძლივს არჩენს ოჯახს და ვინც ბიზნესი წაართვა, ის გრიალებს, მისი ცოლ-შვილი არაფერს იკლებს და ჭკუაზე არ არიან. ახლა ეს როგორი საყურებელი და გადასატანია ამ ხალხისთვის? რაც დრო გადის, უსამართლობის განცდა კი არ კლებულობს ამ ხალხში, მატულობს. ძალიან მალე რამდენიმე დაჯგუფება შეიქმნება და დაიწყებენ ნადირობას ცალკე „ნაცებზე" და ცალკე ამ გარეწრებზე, ამ ხელისუფლების გაქსუებულ, გაღორებულ წევრებზე, ადამიანის სახე რომ დაკარგეს და „ნაცებს" არაფრით ჩამორჩებიან.

გამოვა ხალხი და ხელკეტებით დაერევიან „ნაცებსაც" და „ქოცებსაც", ხელკეტებითაც სცემენ, ფეხებსაც მოამტვრევენ, სახლებშიც შეუცვივდებიან და ათას უბედურებას დამართებენ. მე გეუბნები შენ, მოიყვანენ ესენი ამ უბედურებას თავიანთი საქციელით, პატარ-პატარა ჯგუფებს გააკეთებს ხალხი და დედებს მოუ...ნავენ! მერე არკვიონ ერთმანეთში, ვინ „ნაცია" და ვინ „ქოცი". გარდა იმისა, რომ გაუნათლებელი ხეპრეები არიან, გარდა იმისა, რომ ეს რეგვენები საზოგადოებას თავზე დაასხდნენ, ამ საზოგადოებას თავზე დაასვარეს. ხალხი ამაზეა გამწარებული და ამას ხალხი უკვე აღარ მოითმენს. მერე მიხვდება ბიძინა ივანიშვილი, რომ ხალხს თავზე არ უნდა დააქაქო და ძალა ხალხშია და არა მონათა საკრებულოში, რომელიც გარშემო ჰყავს", - ლაშა ამირეჯიბი.

წყარო: ალია.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×