რეზონანსი
24.10.2019

 მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე კულინაურ შოუ ,,მასტერ შეფში" მონაწილეობს. მას პროექტში თან ახლდა პირადი ასისტენტი გიორგი ნაზღაიძე, რომელსაც მონა უწოდეს. ამის შესახებ დალი ჩიტალაძე რეიტინგთან საუბრობს:

" ეს ადამიანი არის ჩემი თილისმა. მე ვერ ვხვდები, ნუთუ ამ ხალხის ინტელექტი ისეთი დაბალია, რომ ვერ ხვდებიან, რომ ესაა შოუ?! იუმორით შეხედონ ყველაფერს.

რატომ არის ჩემი მონა? ჩვენს გამომუშავებულ თანხას ვინაწილებთ შუაზე. ის რომ არა, ამდენ საქმეს ვერ გავაკეთებდი. ის არის წესიერი, მადლიერი და უნიჭიერესი ადამიანი, ფოტოხელოვანი. გთხოვთ, ხალხო, იუმორით შეხედეთ ყველაფერს და მაცადეთ შოუში ყოფნა. როცა პიროვნებას არ იცნობ, როგორ უნდა თქვა ის მონათმფლობელია თუ „სწერვა"? როგორ შეიძლება ამხელა აგრესია. ჩემს გიორგის თავი დაანებეთ." - დალი ჩიტაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×