რეზონანსი
25.10.2019

 ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მდივნის, ლაიამ ფოქსის მრჩეველი, ყოფილი სამხედრო და ამერიკის პოლიტიკის ანალიტიკოსი ლუკ კოფი ინიციატივით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, კერძოდ კი, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს და გახდეს ძალა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში სწრაფად რეაგირებისთვის.

"ამერიკული არმიის ის ნაწილები, რომლებიც ტოვებენ სირიას, კარგი იქნება თუ გაიგზავნებიან საქართველოში,რადგან ისინი გახდებიან ჰორიზონტის გადაღმა არსებული ძალა, რომლებიც უმალ მოახდენენ რეაგირებს იმ შემთხვევაში თუ ISIS-ი კვლავ აღდგება. ამერიკელებმა უნდა გამოიყენონ რუსეთის ძველი ბაზა, რომელიც მდებარეობს ახალქალაქში რაქადან 740 კილომეტრის მოშორებით. საქართველო უფრო მეტად საიმედოა ახლა ვიდრე ერაყი", - წერს კოფი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×