რეზონანსი
25.10.2019

წუხელ ხმაურის, დაპირისპირებისა და სროლის ხმა ისმოდა რუსთავში, რესტორან "მადაგონში".

ერთმანეთს რესტორნის სტუმრები და მუსიკოსები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, სტუმრებმა კონკრეტული მუსიკის შესრულება მოითხოვეს, რაზეც მუსიკოსებმა უარი განაცხადეს, რის შემდეგაც სტუმრებმა ისროლეს.

ჩხუბის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ​დაზიანებულია რესტორნის ინვენტარი. გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი ადამიანი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×