რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი) „ვაი, შე საცოდაო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი", - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ინიციატივაზე, რომელიც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.

„ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის" - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ანიტა რაჭველიშვილს.

არქიმანდრიტ ბართლომე „პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ მას ანიტა რაჭველიშვილი არ „დაუწყევლია". „განა დავწყევლე, უბრალოდ მიხვდეს რა მტკივნეულია ისეთი რაღაც, რომელიც ადამიანის სულს და მის ცხოვრებას შეეხოს", - თქვა არქიმანდრიტმა.

არქიმანდრიტ ბართლომეს მწვავე კრიტიკის შემდეგ, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „იცნობდეთ მაინც ყველა! სასულიერო პირია, არქიმანდიტი, ივანიშვილების ოჯახის მოძღვარია თურმე", - დაწერა რაჭველიშვილმა.

22 ოქტომბერს, ბერა ივანიშვილმა „ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ ამაზონის ჯუნგლებისთვის 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×