რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2-ის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ „კურიერის" რეპორტიორმა, მარიამ გაფრინდაშვილმა, როგორც თავად ამბობს, ცხოვრებაში უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო - ჟურნალისტიკისგან ტაიმ-აუტი აიღო და ამერიკაში გაემგზავრა.

„როცა „რუსთავი 2-ის" შენობიდან გამოვედი, აღარ მინდოდა, რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი. გადავწყვიტე, ტაიმ-აუტი ავიღო. თუმცა ჩემს მეგობრებს „მთავარზეც" და „რუსთავი 2-ზეც" წარმატებებს ვუსურვებ. ყველა თვითონ აკეთებს არჩევანს. თუ ვინმე ელოდება, რომ გავლანძღავ ვინმეს, ვინც „რუსთავი 2-ზე" დარჩა, ბოდვაა, რადგან ისინიც ჩემი მეგობრები არიან და ისინიც, ვინც „მთავარზე" წავიდა", - განაცხადა გაფრინდაშვილმა „თბილისელებთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×