(რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში რძალმა დედამთილი ორჯერ სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მოზაიკა" ავრცელებს.
"შუადღის საათებში, თავიანთი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის კიბეზე ნ.მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამთილს ნ.ხ-ს. კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე. 4 დღის შემდეგ, დედამთილის ოთახში, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის, 11 წლის მ.ხ-ს თანდასწრებით, ნ.მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედამთილს. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის მარჯვენა ნაწილში", - ირკვევა საქმის მასალებიდან.
საქმეზე განაჩენი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ გამოიტანა.
როგორც ცნობილია, სამედიცინო ექსპერტიზამ და რძლის ფრჩხილებიდან აღებულმა ნაცხმა ცემის ფაქტი დაადასტურა.
მოქალაქე ნ.მ-ს საბოლოოდ, მიესაჯა 2-წლიანი პირობითი სასჯელი. მან დანაშაული აღიარა.
მოზაიკა