რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი) ე.წ.სამხრეთ ოსეთის „შეიარაღებული ძალების" სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოები სასწავლო მიზნით, საბრძოლო რეჟიმშია გადაყვანილი. ამის შესახებ ბრძანება დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-ლეიტენანტმა იბრაგიმ გასეევმა გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას „სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს.

ე.წ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ცნობით, „გადაყვანა განხორციელდა სამხედრო სარდლობისა და კონტროლის ორგანოების ოპერატიული მზაობის შესამოწმებლად სხვადასხვა პირობებში".

გამოცემის ცნობით, ქვედანაყოფებისა და სამსახურების საბრძოლო პოლიგონზე დისლოცირება მოხდება, სადაც ისინი „საბრძოლო-სასწავლო ამოცანებს შეასრულებენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×