გიროგი მშვილდაძე: "მკაცრად ვიცავთ, ჩვენს მთავარ სლოგანს - უმთავრესი არის ხარისხი!"
თამარ მუკბანიანი
25.10.2019

 „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ  საერთაშორისო “ვენდისაგან” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა და წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო. საერთაშორისო აღიარება "ვენდის" ქართულ რესტორნებს სწრაფი განვითარების ტემპების, რეკორდულად მზარდი გაყიდვების, სტუმრების ნაკადის დინამიკური ზრდის და მომხმარებლის ცნობიერებაში გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკვების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდის იმიჯის დამკვიდრებისთვის ერგო. 

"ვენდის" ქართული წარმომადგენლობის წარმატების აღიარება "ვენდის" საერთაშორისო კონვენციაზე მოხდა, დაჯილდოების ცერემონიალი კი თბილისში, 26 მაისის მოედანზე მდებარე, მსოფლიოში ყველაზე დიდ "ვენდის" რესტორანში გაიმართა.

ქართულმა წარმომადგენლობამ დაარსებიდან დღემდე საერთაშორისო "ვენდისგან" რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯილდო უკვე მიიღო. მათ შორისაა: Diamond Award  - ჯილდო წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის 2017 წელს, Wendy Award - რესტორნების გამორჩეულად ეფექტური საოპერაციო მარვისთვის  2016 წელს. „ვენდის“ ქართული რესტორნების 2 მენეჯერი დაასახელეს მსოფლიოში წარმოდგენილი "ვენდის" 200 ყველაზე წარმატებულ მენეჯერს შორის.

,,ჩვენთვის ღირსშესანიშნავი დღეა, რამდენადაც უმაღლესი ჯილდოთი ვართ დაჯილდოვებულნი ,,ვენდის” საერთაშორისო ოფისის მიერ. ეს ჯილდო, გადაეცემათ იმ ორგანიზაციებსა და ფრანჩაიზერებს, რომლებიც აფიქსირებენ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, მომსახურეობას და ამავე დროს აქვთ, წარმატებული ბიზნეს ოპერაციები. სამივე პარამეტრს,  ,,ვენდის საქართველო” 2019 წლის მანძილზე სრულიად პასუხობდა.

ჩვენ მკაცრად ვიცავთ, ჩვენს მთავარ სლოგანს - უმთავრესი არის ხარისხი! ვართ ორიენტირებულნი ასეთი ტიპის მომსახურებაზე. ჩვენთან მოსული სტუმარი ყოველთვის უნდა დარჩეს კმაყოფილი. რა თქმა უნდა, შედეგები, რომელიც 2019 წელს გვაქვს განსაკუთრებულია, რეგიონის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ეს ჯილდო ჩვენთვის საამაყოა, რომელიც გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა და მე, მათ ყველას ვუხდი დიდ მადლობას გაწეული შრომისათვის. დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით 2020 წლის მანძილზე არაერთი გამოწვევისათვის ვიქნებით მზად და არაერთი საინტერესო შედეგი გვექნება”, - განაცხადა "ვენდის" გენერალურმა დირექტორმა  გიორგი მშვილდაძემ.

დაჯილდოებას "ვენდის" საერთაშორისო განვითარების ხელმძღვანელი დარილ ბეარერი, საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და "ვენდის" საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე დაესწრო.

"ვენდის" ქართული წარმომადგენლობა დაარსების დღიდან გამოირჩევა წარმატებული ბიზნეს საქმიანობით, მომხმარებლის მომსახურების მაღალი სტანდარტებით, განვითარების სწრაფი ტემპებით, თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე ზრუნვითა და რეინვესტირების სტრატეგიით. ჩვენ გვეამაყება, რომ "ვენდის" ქართულ წარმომდაგნeლობას მიღწეული შედეგებისთვის Golden Grill ჯილდო გადავცეთ", -  განაცხადა რაჯეევ საბარვაიმ, კომპანია „ვენდის“ ვიცე-პრეზიდენტმა.

,,ვენდის” საქართველოს მმართველების ინფორმაციით, 2020 წელს ქსელს კიდევ ორი ახალი ლოკაცია შეემატება. კონკრეტულად სად გაიხნება ახალი რესტორნები, ეს სქემა დამუშავების პროცესშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×