(რეზონანსი) ბოდიში მოუხადეთ ხალხს, ვინც თქვენს გამოა გადახვეწილი - ასე გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მესხი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც ის ემიგრანტების დაბრუნებაზე საუბრობს.
„ვიკავებდი თავს მთელი ეს პერიოდი. ვაკვირდებოდი ხაზარაძეს, როგორც პოლიტიკოსს. თუმცა ჩემთვის პირადად მან დღეს წითელი ხაზები გადაკვეთა! მამუკა ხაზარაძე რომ ამბობთ „დედები უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაშიო", მარტო მე რაც ვიცი სადღაც 10 ოჯახი იქნება მხოლოდ თიბისის კრედიტის გამო გადახვეწილი საზღვარგარეთ! თუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ხართ, ზერელე და სადღეგრძელოების მსგავსი განცხადებების ნაცვლად ამ ხალხს, ვინც თქვენს გამოა გადახვეწილი, როგორც მინიმუმ ბოდიში მოუხადეთ!
არ დამიწყოთ ახლა სესხს იღებენ და პასუხისმგებლობა და ა.შ. პროცენტულ განაკვეთებზე და ბანკის მოგებაზე მე არ დავკონკრეტდები! როცა ემიგრანტებს ეხებით ეს წითელი ხაზია, რომელსაც თქვენ თქვენი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე ვერ გადაკვეთავთ! ბოდიში იმ ხალხს ვინც თქვენ გააქციეთ ამ ქვეყნიდან და არა სადღეგრძელოებს", - წერს ლაშა მესხი სოციალურ ქსელში.