თამთა ჩაჩანიძე
25.10.2019

 „ეს საკმაოდ ცუდად ემთხვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისისს მონიტორების დაკავებას" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, სოფელ ატოცში ნიღბიანი ცხენოსანი ოკუპანტების გამოჩენას.

ქაცარავამ ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა საკუთარ ფეისბუქზე ატვირთა, სადაც აღნიშნულია, რომ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში სადაც 19 ოქტომბერს ოკუპანტებმა 330-მეტრიანი ღობე გაავლეს, რუსი ნიღბიანი ცხენოსნები პატრულირებდნენ.

ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტი ნიღბიანი ცხენოსნების გამოჩენა იმ პროვოკაციის ნაწილია, რომელსაც საოკუპაციო რეჟმი ამზადებს.

„ჩვენ გავავრცელეთ ფოტო-ვიდეომასალა, სოფელ ატოცში რუსი ნიღბიანი ოკუპანტების გადააადგილებასთან დაკავშირებით, ზუსტად იმ ღობის გასწვრივ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა შეღობეს, ისინი გავიდნენ და ახლა ამ ტერიტორიაზე არ იმყოფენიან.

„ეს საკმაოდ ცუდად ემთხვევა იმ დაძაბულ ფონს, რომელიც განსაკუთრებულად უკვე გუშინდელი დღიდან შეიქმნა, ვგულისხმობ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების დაკავებას, ეს დაკავება სოფელ ჩორჩანას ტყის მასივში რამდენიმე საათს გრძელდებოდა, რომელიც ქართული საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

„ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საოკუპაციო რეჟიმმა საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და თავისი დანაყოფები ყაზარმულ რეჟიმში გადაიყვანა, დღეს ოკუპანტების გამოჩენა უკვე შემთხვევითი ნამდვილად აღარაა. ეს ყველაფერი ბუნებრივია ერთი ლოგიკური ჯაჭვია იმ დიდი პროვოკაციისა, რომელსაც ისინი ამზადებენ, ხოლო თვითონ საოკუპაციო რეჟიმი კი ცდილობს ამ პროვოკაციის მზადებაში ქართული მხარე დაადანაშაულოს. ამ მოცემულობით წყნარად და მშვიდად ვერ ვიქნებით," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამჯერად ჩორჩანის ტყეში ოკუპანტები აქტიურად გადადგილდებიან და სავარაუდოდ, გეზი ქართული საგუშაგოსკენ აქვთ აღებული.

„ჩორჩანას ტყეში ამ წუთას ასეთი სიტუაციაა, წაღვლის ნაწილში ოკუპანტებს გადაადგილებები და საინჟინრო სამუშაოები გაჩერებული აქვთ, თუმცა მთელს ტყეში და მიმდებარე ტერიტორიაზე აქტიური გადაადგილებებია, ოკუპანტები უკვე გააქტიურებულები არიან მეორე მიმართულებაზე, რომელიც ესაზღვრება და ახლოს მიდის ჩვენს ქართულ საგუშაგოებთან," - აცხადებს ქაცარავა.

შეგახსენებთ, რომ ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე „სამხრეთ ოსეთის უშიშროების" შეიარაღებულმა ძალებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისისს მონიტორები რამდენიმე საათი უკანონოდ დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×