რეზონანსი
25.10.2019

 (რეზონანსი)"მის პოსტზე იყო ჩემი გულწრფელი რეაქცია. ანიტა რაჭველიშვილმა ამ პოსტის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს და, თუ ის მოიხდის ბოდიშს, აუცილებლად მასაც და საზოგადოებასაც მოვუხდი ბოდიშს"- ამის შესახებ არქიმანდრიტმა ბართლომემ "მთავარ არხთან განაცხადა.

შეგახსენებთ, ანიტა რაჭველიშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი რეპერი ბერა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამაზონის ტყის აღსადგენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა. რასთან დაკავშირებითაც ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ში დაწერა:

"ვაი შე საცოდავო მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი!" - დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა.

ამის გამო არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა მომღერლის შესახებ დაწერა: ანიტა რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×