რეზონანსი
26.10.2019

 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმიანება მეცო-სოპრანო ნიტა რაჭველიშვილის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ მიმართვას, რომელიც არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.

“კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი. მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ ბართლომე ფირცხალაშვილმა ანიტა რაჭველიშვილის  ფეისბუქის პოსტზე უცნაური კომენტარი დაწერა და თქვა, რომ რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×