რეზონანსი
26.10.2019

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ტყის ხანძრების გამო მილიონობით ადამიანი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.  კომპანია Pacific Gas & Electric-ის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა 36 ოლქს შეუწყდეს. ამასთან ერთად, ევაკუირებულთა რიცხვმა უკვე 50 ათასს მიაღწია.

ლოს-ანჯელესში და სონომას ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარს 1300 მეხანძრე ებრძვის. ​ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სპეციალისტების ცნობით, უქმეებზე ხანძრები გაუარესდება. 

შტატის ჩრდილოეთით მძვინვარე ხანძარი კინკეიდი მაღალი ძაბვის გადამცემ ანძაზე მომხდარი ავარიის გამო გაჩნდა. Pacific Gas & Electric-ში აცხადებენ, რომ ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×