ია აბულაშვილი
26.10.2019

 "რა შემთხვევაში უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის საბჭოს მოსამართლეს, ამას კანონი განსაზღვრავს და არ ის, რომ ასე მინდა" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე იუსტიციის საბჭოს წევრების მიმართვას პრეზიდენტისადმი, უფლებამოსილება შეუწყვიტოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს.

"ეს მოთხოვნა არის პირველი პრეცენდენტი, მსგავსი რამ არ ყოფილა. ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე გააკეთეს ეს მოთხოვნა იუსტიციის საბჭოს იმ წევრებმა. რა შემხვევაში უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება იუსტიციის საბჭოს მოსამართლეს, ამას განსაზღვრავს კანონი, თუ დარღვევაა მხოლოდ იმ შემთხვევაში და არა იმიტომ, რომ მე ასე მინდა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის მოქმედების შეფასებაში, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტი გადაწყვტილებას კანონის შესაბამისად მიიღებს.

"რეზონანსი": ოპოზიციის განცხადებით, არასწორი გადაწყვტილების შემთხვევაში პრეზიდენტისთვის ეს მორიგი სკანდალი იქნება, თანაც იმ ფონზე, როცა შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.

ვახტანგ ხმალაძე: ოპოზიციამ იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად დასაბუთებულად უნდა აჩვენოს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ან დანაშაული ჩაიდინა. ჯერ-ჯერობით ასეთი არგუმენეტები არ მოგვისმენია.

"რ": შეწყალებასთან დაკავშირებით კრიტიკულად არა მხოლოდ ოპოზიცია არის განწყობილი, არამედ ექსპერტთა გარკვეული ნაწილიც მიიჩნევს, რომ ამგვარი ლაფსუსებისგან თავის დასაღზვევად საჭიროა ახალი კრიტერიუმების შემუშავება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ვ.ხ: შეწყალება ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. მისი გადასაწყეტია, ვის შეიწალებს და ვის არა, ამიტომ ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვას, კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმა იქნება. კონსტიტუცია არ ადგენს შეზღუდვებს და წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი ადგება არა პიროვნულად პრეზიდენტს, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტს. როცა პრეზიტდენტი იღებს გადაწყვეტილებას ეს არის მისი პასუხისმგებლობა, ერთადერით შეიძლება პრეზიდენტმა ახსნას თავისი გადაწყვეტილება, ამიტომ კანონით ამ შეზუდვების დაწესება მიმაჩნია კონსტიტუციის დარღვევად. თუმცა, ჩემი აზრით, არა მარტო საჭირო, არამედ აუცილებელიც არის არსებობდეს რაღაც სტრუქტურული ერთეული, რომელიც პრეზიდენტს რეკომენდაციის სახით მიეხმარება სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×