„შეკრებილები ყველა ნასვამი იყო, მათი უმეტესობა სხვადასხვა რაიონებიდან იყვნენ ჩამოყვანილები,ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ჩვენი მარგინალიზება მეხდინათ, შეექმნათ განცდა და იმიჯი, რომ ვითომ მთელი მოსახლეობა გვიპირისპირდება."-ასე აფასებს „რეზონანსთან" ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა ატოცის და აბანოს მოსახლეობასთან დაპირისპირებას.
ქაცარავა ამბობს, რომ ეს პროვოკაციის გაგრძელება იყო, რომელიც სოფელ ბობნევში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს ხელისუფლებამ მოუწყო.
„ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ეს იმ ორი თვის წინანდელი პროვოკაციის მცდელობის გაგრძელება იყო, ჩვენმა ხელისუფლებამ სოფელ ბობნევში მარტო მყოფს ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფი დამახვერდეს და შემდეგ მოხდა ჩხუბი, აქ იმ ინციდენტის გამეორება იყო.
„ამ შემთხვევაში შეკრებილები ყველა ნასვამი იყო, მათი უმეტესობა სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილები იყვნენ და იყო მიზანმიმართული მცდელობა იმისა, რომ ჩვენი მარგინალიზება მეხდინათ, შეექმნათ განცდა და იმიჯი, რომ ვითომ მთელი მოსახლეობა გვიპირისპირდება, სინამდვილეში რეგიორში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩვენი მხარდამჭერია და ჩვენს მიმართ ძალიან პოზიტიურადაა განწყობილი.
„ეს მიზანმიმართული ბინძური მოქმედებაა, რომელიც ხელისუფლებამ მოამზადა,ვინაიდან არც ჩვენი მოსვლის დრო იყო განსაზღვრული და არც ვინმემ იცოდა, რომ ჩვენ ამ ადგილით უნდა ჩამოვსულიყავით, ჩვენი გადაადგილებები ბუნებრივია შსს-მ იცოდა და როდესაც ჩვენ მოვედით, ზუსთად ორ წუთში პროვოკატორებიც იქვე აღმოჩნდნენ, იქ ასევე ერთერთი გამომცემლობაც აღმოჩნდა,რომელიც ჩვენს აქტივობებს საკმაოდ ცუდად აშუქებს ხოლმე, გამომცემლობა ფაქტიურად მომზადებული იყო იმისთვის, რომ ეს გაეკეთებინა და მოხდა ეს ძალიან ბინძური სახის პროვოკაცია.
„საბედნიეროდ ამის შედეგად არავინ დაშავებულა, ხელით შეხება არ მომხდარა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია,არა მხოლოდ ჩვენი, პატრულირებაში რაც უფრო მეტი ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთვება, მით უკეთესი.
„ხელისუფლება ამით მაქსიმალურად ცდილობს, რომ გამოგვიყვანოს ამ ტერიტორიიდან იმიტომ, რომ რუსულ საოკუპაციო ძალებს დისკომფორტს ვუქმნით, ხოლო შემდეგ კი ხელისუფლებას, რომელიც რუსეთთან მიმართებით არგაღიზიანების პოლიტიკას აწარმოებს."-აცხადებს იგი
მისივე თქმით, მოსახლეობის რეპლიკები იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთში ფილმის გადაღებაზე იყო ტყუილია, რადგან იგი მოხალისეთა რიგებში იყო და ომში წასვლას აპირებდა.
„ის, რომ მე ომის დროს რუსეთში ვიმყოფებოდი, ბუნებრივია ეს ძალიან დიდი ტყუილია და იმ ნარატივის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მიერ დაქირავებული ტიტუშკები იყენებენ, მე 2008 წელს ვიმყოფებოდი თბილისში,მოხალისეებში ჩავეწერე და მოხალისეთა რიგებში გამოძახებას ველოდებოდი, ასე, რომ არსად არ გავქცეულვარ, სამწუხაროდ ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, რადგან როგორც გვახსოვს, ჩვენმა ძალებმა რამდენიმე დღეში უკან დაიხიეს და მოხალისეებს არ მიეცათ საშუალება იმისა, რომ მთავარ მოქმედებებში ჩაბმულიყვნენ.
„როდესაც პროვოკატორებმა პსუხი მიიღეს თუ იმ დროს სად ვიმყოფებოდი, ამაზე ძალიან გაბრაზდნენ და ამის შემდეგ უკვე შეეცადნენ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.
„მათ უნდოდათ საზოგადოებისთვის დაენახებინათ, რომ ჩვენ პროვოკატორები ვართ,რომ ჩვენ იქ ვჩნდებით და იქ შემდეგ ტერიტორიის შეღობვა ხდება, მათთან კონსტრუქციულად საუბარს ვცდილობდი, თუმცა მათ აბსოლუტურად რაიმე კონტრარგუმენტი არ აინტერესებდათ, რადგან ისინი დავალების შესასრულებლად იყვნენ მოსულები
„კონტრარგუმენტს მოკლე სტატისტიკით აგიხსნით, 2012 წლიდან-დღემდე რუსმა ოკუპანტებმა 51კმ ტერიტორია შეღობეს, ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 47 კმ მოდის 2012 წლიდან 2017 წლის 21 ივლისამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ წელში ტერიტორიები დაახლოებით ცხრა კილომეტრამდე იღობებოდა, ჩვენი პატრულირების შემდეც 2017 წლის 23 ივლისიდან დღემდე კი ოკუპანტებმა მხოლოდ 4.5 კმ-ს შეღობვა მოახერხეს. ეს 2წელსა და სამ თვეში გამოდის, რომ წელიწადში 2კმ და 300 მეტრი იღობებოდა, სინამდვილეში ამ 4.5 კმ-დან 3 კმ ახლა ჩორჩანას ტყეში შეიღობა.
ჩვენი როლი ძალიან პოზიტიურიადა ამას მოსახლეობაც ყოველთვის პოზიტიურად აღნიშნავს,ამ პროვოკაციაში მოსახლეობა არ იყო, ეს დაქირავებული ტუტუშკების გუნდი იყო, რომელიც გამზადებული მესიჯებით ხმაურობდნენ."-აცხადებს ქაცარავა.