რეზონანსი
26.10.2019

 პოპულარული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელსაც საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა, ტელე-ეკრანებზე დაბრუნდა. ყველასათვის ცნობილი სერიალი, რომელიც წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, ტელევიზიაში მომხდარი რეორგანიზაციის გამო საზოგადოებას ახალი მაუწყებლობის საშუალებით დაუბრუნდა. „ჩემი ცოლის დაქალები“ დღეიდან „ფორმულას“ საეთერო ბადეს დაიკავებს. ჩცდ-ს დაბრუნებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი სერიალის მოკლე ქრონომეტრაჟით უკმაყოფილოა:

“ეს რა ვითარებაააა? რა მოქმედებააა ? სულ ეს იყო, დრო ჩიტმა წაიღოო”.

“თქვენ ხო არ უბერავთ? სანამ აგი არხი ვიპოვე ტელევიზორში დამთავრდა კინო”.

“შარფის დაკეცვა მძლივს მოასწრო ქეთიმ”.

“სანამ ბროწეული მოვიტანე რომ გამერჩია, დამთავრდა”.

“იმედია ჩემი ცხოვრებაც ასე ხანმოკლე არ იქნება”.

“ისე ბაქარი რომ გაპრსოთ, მე მგონი, კარგი იქნება, დოღში გამარჯვებული ცხენივით არის”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×