რეზონანსი
27.10.2019

  იტალაიში დაკავებულია "ნაგვის ბანდა", რომელიც პლასტმასის ბოთლების უტილიზაციის მეშვეობით მდიდრდებოდა. გადამუშავების შემდეგ, ტოქსიკურ მასალებს ისინი სიცილიდან ჩინეთში აგზავნიდნენ. სულ დაკავებულია 15 ადამიანი.

დანაშაულებრივი ქსელის გამოვლენას იტალიის პოლიციამ 4 წელი მოანდომა. პირველი ეჭვი სამართალდამცავებმა მაშინ აიღეს, როფესაც ჩინეთიდან იმპორტირებულ ფეხსაცმელში ადამიანისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა.

ბანდის მეთაური კლაუდიო კარბონაროა, რომელიც არაერთხელ იყო შემჩნეული მაფიოზურ დაჯგუფებეთან კონტაქტში. 2013 წლამდე იგი იტალიის პოლიციის "მოწმეთა დაცვის" პროგრამაში იყო. შემდეგ კარბონარო სიცილიაში დაბრუნდა და მაფიოზური ჯგუფი ჩამოაყალიბა.

"კარბონარო პასუხისმგებელია არაერთ სასტიკ დანაშაულში, რომელიც 1980-90იან წლებში მოხდა. მათ შორის 60 მკვლელობაა," - აცხადებენ იტალიელი სამართალდმცავები.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×