რეზონანსი
27.10.2019

 (რეზონანსი) ზესტაფონში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელმაც დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 23 წლის ერეკლე პაპიძეა. ახლობლების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა ადრეც უცდია.

"ახლაც ცოცხალს მიუსწრეს. თბილი ყოფილა და მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლეს", - ამბობენ ადგილობრივები.

ერეკლე პაპიძე ზესტაფონში ე.წ.კვალითის დასახლებაში ცხოვრობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ცნობით, მან თავი სააბაზანოში ჩამოიხრჩო.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×