რეზონანსი
27.10.2019

 სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი პარალელი მინდა გავავლო... გამგები გაიგებს!

- დაწყებული 2010 წლიდან მოსახლეობაში ჟონავდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ციხეებში აუპატიურებდნენ აწამებდნენ და კლავდნენ, ეწყობოდა აქციები, ჟურნალისტები წერდნენ რესპოდენტების მონათხრობებს მაგრამ ამას ვერავინ ამტკიცებდა... მტკიცებულება, ვგულისხმობ აუდიო ან ვიდეო მასალას არ არსებობდა მხოლოდ საუბარი! ერთ მშვენიერ დღეს კადრები გარეთ გამოვიდა და მსოფლიომ იხილა ნაცრეჟიმის ჯალათობრივი სახე!

- ახლა მოდი ეკლესიაზე გადავიტანოთ ყურადღება... ყველას გვესმის სიბინძურეები რაც ეკლესიიდან მოდის! ზოგი ნაცია ზოგი ქოცი, ზოგი პრორუსი ზოგი აშშს მოტრფიალე. ზოგს მხოლოდ ფული ანდა გავლენა ადარდებს! არის საუბრები ეკლესიის წიაღში გაღვივებულ გარყვნილებასა და აღვირახსნილობაზე. კორუფციასა და მამათმავლობაზეც! ხელისუფლების და სამღვდელო პირების მზაკრულ გეგმებზე, პატრიარქის მოწამვლაზე და ა.შ. თუმცა ამ ყოველივეს ვერავინ ამტკიცებს.

- რატომღაც დარწმუნებული ვარ ერთ მშვენიერ დღეს მსგავსად ციხის კადრების, გამოვა გარეთ საშინელი მტკიცებულება იმისა თუ რა ხდება სახელისუფლებო შიდა სამზარეულოში, თუ რა როლი უჭირავთ გამყიდველ მღვდლებს ბინძურ და ჩუმ ჩანაფიქრებსა და გეგმებში!!! აი მერე... ოოოო როგორ მეცოდება ის მთავრობა, ის პარლამენტარი, თუ მინისტრი, რომელიც ამ სიბინძურეში გახვეული იქნება!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×