რეზონანსი
27.10.2019

 (რეზონანსი) რუსეთის საზღვაო ძალებმა არქტიკაში ხუთი ახალი კუნძული იპოვეს, რომლებიც ყინულის დნობის შედეგად არის წარმოქმნილი. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საზღვაო ძალებმა კუნძულები პირველად სატელიტის დახმარებით 2016 წელს შენიშნეს, თუმცა ოფიციალურად ყინულის კუნძულების არსებობა დადასტურდა და რუკაზე დაიტანეს აგვისტოსა და სექტემბერში ადგილზე რუსი სპეციალისტების ექსპედიციის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

ახალი კუნძულები არქიპელაგ ახალი მიწიდან არც თუ ისე შორს, მყინვარ ვილკისგან ახლოს მდებარეობს. კუნძულების საერთო ფართობი 900-დან 54.500 კვადრატულ მეტრამდეა - 10 ფეხბურთის მოედანზე უფრო დიდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×