რეზონანსი
27.10.2019

 (რეზონანსი) სირიის დემოკრატიული ძალები, რომლის ძირითად ნაწილსაც ქურთი მებრძოლები შეადგენენ, თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მანძილზე გადაადგილებას დათანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დაჯგუფებამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა. „სდძ" ერდოღანის და პუტინის შეთანხმების თანახმად, სისხლისღვრის შესაჩერებლად და მოსახლეობის თურქეთის აგრესიისგან დასაცავად თურქეთის და სირიის საზღვრიდან მოშორებით, ახალ პოზიციებს დაიკავებს", - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების მიერ სოჭში მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთმა სირიის და თურქეთის საზღვრიდან 30-კილომეტრიანი ზონიდან ქურთი მებრძოლების გასვლა უნდა უზრუნველყოს. ამისთვის რუსული შენაერთები სირიის ტერიტორიაზე 23 ოქტომბერს შევიდა, 29 ოქტომბრიდან კი რუსეთი და თურქეთი სირიის ტერიტორიის 10-კილომეტრიან მონაკვეთს ერთად გააკონტროლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×