რეზონანსი
27.10.2019

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამავე მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეასკდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული პოლიციელი ჯერ წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაზიანების სიმძიმის გამო მოგვიანებით დაშავებულის გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×