ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია "მთავარი არხის" ეთერში გადაცემა Post Factum-ში მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა და საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
"ახლა რომ ეკლესიაში ასეთი ქაოსია, ისეთი რომ წმინდად წოდებულ სინოდს სხდომის ჩატარებისაც კი ეშინია. ეს თვითონ ეკლესიის და მეგობარი ხელისუფლების ბრალია. მედიას, რომელიც ამ მოვლენებს აშუქებს, გთხოვთ, ნურაფერს დააბრალებთ. მეც ტყუილად ნურაფერში დამადანაშაულებთ, დამიჯერეთ პოლიტიკოსებთან, ხელისუფლების წევრებთან, ბევრ ეპისკოპოსთან მღვდლებთან და ბევრ ბერთან შედარებით, მე ჩვეულებრივი წმინდანი ვარ, თუ გინდათ შეგიძლიათ მეუფეც კი დამიძახოთ, მე არ გავაპროტესტებ", - აღნიშნა გაბუნიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე