რეზონანსი
28.10.2019

 რამდენიმე საათის წინ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მძიმედ დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ცოცხალი შეიყვანა ჰოსპიტალში. მას ჭრილობები ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული. პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა გონება არ დაუკარგავს“, - განაცხადესსასწრაფო დახმარების სამსახურში.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×