ზესტაფონში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელმაც დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 23 წლის ერეკლე პაპიძეა. ბიჭის დაღუპვის შესახებ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს წერენ:
"გული გასკდეს სადაცაა. არ ვიცი რა ვთქვა და რითი ვანუგეშოო შენი გამწარებული დედა. აქ სიტყვები ზედმეტი" - წერს დაღუპულის ოჯახის ახლობელი.
"რით გქონდა გული ასე დამძიმებული, ეს რომ ჩაიდინე? ნუთუ ვერავინ შეძლო შენი დახმარება? რა ხდებოდა შენს თავს ასეთი ერეკლე, რომ ეს ჩაიდინე? იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო შენი ამ შეცდომის გამოსწორება, მაგრამ განა ახლა აქვს რამეს აზრი? როგორ შეგეძლო ასე მოქცეოდი იმ ადამიანებს ვისაც ძალიან უყვარდი? არ მეგონა შენი მომღიმარი სახის შეცვლა თუ შეგეძლო ასე უცებ და ასე წამიერად... გვაპატიე, რომ ვერ შევძელით შენს გვერდით დადგომა ისე როგორც საჭირო იყო..." - წერს ერეკლეს ახლობელი.
ერეკლე პაპიძე ზესტაფონში ე.წ. კვალითის დასახლებაში ცხოვრობდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115–ე მუხლითაა დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე