რეზონანსი
28.10.2019

გუშინ თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს. 56 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. ეჭვმტანილი 23 წლის ახალგაზრდა დანაშაულის ჩადენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა. 

"მოხდა საკმაოდ ტრაგიკული ინციდენტი, ტაქსის მძღოლი იქნა მოკლული საკუთარ ავტომობილში. როგორც მეზობლები აცხადებენ, იყო ხმაური. არის რამდენიმე ბავშვი, რომელიც შეესწრო შელაპარაკების ფაქტს“, - განუცხადა "კურიერს" ერთ-ერთმა თვითმხლილველმა, გიორგი ტიგინაშვილმა.

ექიმის განცხადებით, ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×