თამარ შუკვანი
28.10.2019

 „ძალიან უცნაურია ის, რაც მეუფემ თქვა. გამოდის რომ, თავადაც მონაწილეობდა ამ შეთქმულებაში," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის სკანდალური განცხადების შესახებ საუბრისას.

მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ", რასაც საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებსა და საპატრიარქოში სერიოზული განხილვა მოჰყვა.

ვახტანგ ძაბირაძე: თუკი მეუფე ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა და ეკლესიის უმაღლეს მესვეურთათვის დღემდე საიდუმლო იყო, გამოდის რომ, ამ შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე თვითონაცაა. სხვა თემა არის თუ ამ საუბრის შემდეგ პატრიარქმა იცოდა, რაზე იყო ლაპარაკი.

წარმოუდგენელია ასეთი განცხადება გამოგონილი იყოს და მას რაღაც საფუძველი არ ჰქონდეს. შესაძლოა იყოს საკითხები, რომლის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა, მაგრამ არა შეგნებულად. იმის თქმა, რომ სრული სირცუეა, გამიჭირდება. ამას სჭირდება სერიოზული გამოძიება. „ჩამოვაშოროთ პატრიარქი საპატრიარქო ტახტს" - ეს არც ისე უწყინარი სურვილია.

საინტერესოა ეს მამალაძის დაპატიმრებამდე მოხდა თუ შემდეგ. თუ ეს მანამდე მოხდა სანამ მამალაძეს დააპატიმრებდნენ, პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

ზოგადად, ის რომ ეკლესიაში მძიმე ვითარებაა, დიდი ხანია ჩანს. დღემდე იყო ერთადერთი ინსტიტუტი, რომლისადმი ნდობა მოსახლეობაში მაღალი იყო და თუკი მისი კანონიკურობა კითხვის ქვეშ დადგა, სახელმწიფოს თვალსაზრისით ძალიან ცუდი იქნება.

„რეზონანსი": დღეს რატომ საუბრობს ამის შესახებ მეუფე? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ რომ, მეუფე იაკობს პატრიარქის ადგილის დაკავება სურდა?

ვ.ძ: არც გამოვრიცხავ, რომ მას შესაძლოა თავად სურდა პატრიარქობა, მაგრამ ეს განცხადება გაკეთებული არის მინიმუმ ორი წლის წინ - კვირიკაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ პრემიერი იყო. მაშინ ამდენ ხანს რატომ იცდიდა? თუ ის უნდა ყოფილიყო მოსაყდრე და თვითონ ღებულობდა ამაში მონაწილეობას, გაუგებარია რატომ აჟღერებს დღეს ამას.

არის თემები, ლოგიკას რომ არ ექვემდებარება. ორი წელი იცადა და ახლა ამბობს? დღეს რატომ აკეთებს ამ განცხადებას, ძალიან საინტერესო და მნიშვენლოვანია. ეს გვაფიქრებინებს, რომ იქ კიდევ რაღაც იყო თქმული. შესაძლოა საუბარი იყო მეუფე შიოს გაპატრიარქებაზე, მაგრამ ამით არ დასრულებულა,იქ კიდევ რაღაცაზე მოხდა შეთანხმება, რომელსაც მეუფე იაკობი ჯერჯერობით არ ახმოვანებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×