რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.ბ. დიღომში დააკავეს. პოლიციამ, მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის" 1260 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.ჯ. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 297 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი".

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×