რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე მუხლით დაიწყეს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

ბოლო მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოებისა, თბილისის სააპელაციო სასმართლოს, სინფორმაციო სააგენტო "Dianews.ge"-ზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიის განვითარების ფონდის" და "საზოგადოება და ბანკების" ვებგვერდებზე.

ჰაკერული თავდასხმა ჯამში 2 ათასამდე საიტს შეეხო და გავრცელებული ინფორმაციით, რაოდენობა იზრდება.

აღნიშნულ საიტებზე გადასვლისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×