რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ბუ­ნე­ბა­ზე ყვე­ლა ჩვენ­გან­მა უნდა იზ­რუ­ნოს. მას შემ­დეგ, რაც ამა­ზო­ნის ტყის გა­და­სარ­ჩე­ნად მან 1.1 მლნ დო­ლა­რი გა­და­რი­ცხა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბუ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე კი­დევ ერთი პოს­ტი და­წე­რა.

"მა­ინ­ტე­რე­სებს, ჩემი შვი­ლიც თუ შეძ­ლებს დატ­კბეს ბუ­ნე­ბის ფე­რე­ბით მოზ­რდილ ასაკ­ში ისე, რო­გორც ჩვენ ვტკბე­ბით ახლა. დე­და­ბუ­ნე­ბის ხმას უნდა ვუს­მი­ნოთ, ვი­მოქ­მე­დოთ და და­ვიც­ვათ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი" - წერს ბერა და ორ­სულ ცოლ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შვილ­მა 22 ოქ­ტომ­ბერს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ნა­თავ­სა, სა­დაც აღ­ნიშ­ნავს, რომ 1.1 მლნ დო­ლარს ორ­გა­ნი­ზა­ცია ISA-ს ფონდში რი­ცხავს, რათა ამა­ზო­ნის ტყის გა­დარ­ჩე­ნა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×