(რეზონანსი) მმართველი პარტიიდან წამოსული დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიასა და საპატრიარქოსთან "ახლო და თბილი" ურთიერთობა ჰქონდა.
მისი თქმით, ეს დამოკიდებულება ორმხრივი იყო.
"ამის შემსწრეც [კვირიკაშვილთან დამოკიდებულების] ვყოფილვარ მისი უწმინდესობის მხრიდან. ვერ გეტყვით გახარიასთან დაკავშირებით, ეს არ ვიცი", - განაცხადა მან.
დეპუტატი ამბობს, რომ ეს საკითხი საფრთხილოა, რადგან უმაღლესი თანამდებობის პოლიტიკურ ლიდერებზეა საუბარი. მისი თქმით, საჭიროა რაღაც ფორმატის შერჩევა ამ საკითხის განსახილველად.
დღეს, მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსობა და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობა თავისი ნებით დატოვა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი მეუფე იაკობის განცხადება გახდა, რომელიმაც თქვა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.