რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან, მეუფე იაკობის გადადგომას ეხმაურება.

გამსახურდიას აზრით, არსებობს მეუფე იაკობის "ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც", რადგან მან "ბევრი იცის".

"იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. სწორედ ამაზე ვწერდი ამას წინათ, გამოფხიზლდება და გააჩუმებენ-მეთქი. იქ ყველაზე აქვთ კომპრომატები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სუფთა კაცს ზემოთ უბრალოდ არ აუშვებენ. ამას სულაც არ ვწერ სიხარულით ან ნიშნისმოგებით, უბრალოდ ხაზს ვუსვამ, რა სიბინძურეშია ჩაფლული ინსტიტუცია, რომელიც ერში ყოველმხრივ სამაგალითო უნდა იყოს... ვფიქრობ, არსებობს მისი ფიზიკურად განადგურების საშიშროებაც, რადგან ემოციურად გაუწონასწორებელი და ძნელად სამართავი ტიპაჟია, რომელმაც ბევრი იცის", - წერს გამსახურდია ფეისბუქზე.

დღეს, მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსობა და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობა თავისი ნებით დატოვა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი მეუფე იაკობის განცხადება გახდა, რომელმაც თქვა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×