(რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, უკვე ყოფილ ქორეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოდან ბობოყვათის რეზიდენციაში გაემგზავრა.
„პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, პატრიარქს ბობოყვათის რეზიდენციაში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დიმიტრი მოინახულებს. უცნობია, შედგება თუ არა შეხვედრა სხვა სასულიერო პირებთან.
დღეს, მეუფე იაკობი საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ქორეპისკოპოსობა და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობა თავისი ნებით დატოვა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი მეუფე იაკობის განცხადება გახდა, რომელიმაც თქვა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ" და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.