რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი) 20 ივნისის საქმეზე სასამართლომ 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

როგორც საია-ს იურისტმა რეზო აჭარაძემ განაცხადა, მათი საჩივარი 16 ადამიანის დაზარალებულად ცნობას მოიცავდა, რომელთაგან 8 ჟურნალისტი, 8 კი სამოქალაქო პირი იყო.

აჭარაძის განმარტებით, ვინაიდან პროკურატურამ აღნიშნული პირების დაზარალებულად ცნობაზე უარი განაცხადა, სასამართლო იყო ბოლო შანსი, რომ ისინი დაზარალებულად ეცნო.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და აქციის 4 მონაწილე სცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×