რეზონანსი
28.10.2019

 (რეზონანსი)შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირის გამოკითხვა დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე პირის გამოკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად ტარდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს. გათიშული იყო რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით - „მე დავბრუნდები".

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×