ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, და-ძმის სიცოცხლე შეეწირა, მათი დედა კი მრავლობითი მოტეხილობებით კატასტროფის ბრიგადამ ახალციხის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა.
მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 21 წლის დავით ბალახაშვილი მართავდა, სატვირთოს შეეჯახა, რომელიც საგზაო ნიშნებს ხაზავდა. პირველადი ვერსიით, ახალგაზრდა კაცი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.
„რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა ეს მანქანა. მანამდე სხვა ჰყავდა და მგონი, ისიც ავარიისას დაამტვრია“, - ამბობენ მეზობლები.
და-ძმა ბალახაშვილები დაბა აბასთუმნიდან იყვნენ. 33 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ძირითადად, სახლში იყო.
„დათო ჯარში იყო, კონტრაქტზე. ძალიან წყნარი და მშვიდი ბიჭი იყო, უბედურება დატრიალდა. ერთი და დარჩათ“, - უთხრეს "პრაიმტაიმს" აბასთუმანში.