რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი) საქართველოში ასეულობით საიტზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან შესაძლოა რამდენიმე დღის წინ საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი იდგეს. ამის შესახებ განცხადება სუმბაევის ყოფილმა ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ გააკეთა.

თოდუა ვარაუდობს, რომ ჰაკერებმა მათი თანამოაზრის რუსეთისთვის გადაცემა, სწორედ ამ ფორმით გააპროტესტეს.

„მისი შესაძლებელობები ვიცი, ის საქართველოს თავისუფლების სანაცვლოდ დახმრებას ჰპირდებობდა, მაგრამ ჩვენ მისი გადაცემით დიდი შეცდომა დავუშვით. ეს არის ის ადამიანი, რომელაც ერთ დღეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ისწავლა", - ამბობს ადვოკატი.

თოდუა არ გამორიცხავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმები მომავალშიც გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან ძებნილი იაროსლავ სუმბაევი თბილისში, გასული წლის ნოემბერში, ვარკეთილის დასახლებაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ის დოკუმენტაციის გაყალბების, გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით დააკავა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×