რეზონანსი
29.10.2019

 როგორც ირკვევა, ვანო ჯავახიშვილს კოლეგებისა და მეგობრების მიმართ, რომლებიც მას ახალ არხზე არ გაჰყვნენ, წყენა არ აქვს. ნიკა არაბიძესაც კი წარმატებებს უსურვებს, რომელმაც “რუსთავი 2”-ზე "ვანოს შოუ" ჩაანაცვლებს.

"ვიტყვი და არ დავმალავ, სანამ ჩვენი მთლიანი გუნდის შეკრება შედგებოდა, ბევრი მირეკავდა და პირდაპირ მეუბნებოდა, არხიდან უნდა წავიდეთო. მაგრამ როდესაც უშუალოდ დადგა არჩევანის გაკეთების დრო, ბევრმა მათგანმა უკან დაიხია.

მე ვერავის გავამტყუნებ, ყველას ზურგს უკან ოჯახი ჰყავს, ვერავის დავაძალებდი, წამოსულიყო ტელეკომპანიაში, რომელიც მაშინ ჯერ გახსნილიც არ იყო და რეალურად მომავალსაც ვერავინ ხედავდა.

რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი გუნდის გაყოფის პროცესი. ადამიანები, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდი, შენ გვერდით აღარ არიან და კონკურენტები აღმოჩნდნენ. ძალიან რთული გადასატანია, მაგრამ ვიცი, რომ ყველაფერი გაივლის.

იმ გუნდში დარჩნენ ადამიანები, რომელთა შვილების ნათლიაც ვარ. მაგალითად, მიშა ანდღულაძე ჩემი ბავშვის ნათლიაა. მეგობრობა და ნათესაობა დღემდე გრძელდება. ეს არის სამსახური და ურთიერთობები სამსახურის მიღმა რჩება. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მე და მიშა ანდღულაძემ ერთმანეთს ცუდი სიტყვები ვეძახოთ.

მე წარმატებას ვუსურვებ ნიკა არაბიძეს. არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ჩემ ნაცვლად გახადეს წამყვანი. როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე აკეთებენ და ეს მათი გადაწყვეტილებაა. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, ისაა, რომ ნიკას წარმატებებს ვუსურვებ", - განუცხადა "სარკეს" ვანო ჯავახიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×