რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი)თათული თეთრაული სოციალურ ქსელში, ფოტოს აქვეყნებს და წერს:

როცა კიბო არ გკლავს და გკლავენ ექიმები....

ვეცდები დავწერო მოკლედ (შეძლებისდაგვარად) და დეტალურად...

დაახლოვებით 2თვის წინ ზურა საავადმყოფოში მოხვდა სათესლე ჯირკვლის ტკივილით. სასწრაფომ გადაიყვანა ინგოროყვას კლინიკაში და გამოკვლევებიც იქვე ჩატარდა. მეორე დღეს დადგინდა სათესლე ჯირკვლის სიმსივნე და დაინიშნა სასწრაფო ოპერაცია... ჩემი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ზურამ გადაწყვიტა რომ ინგოროყვაშივე უნდა გაეკეთებინა ოპერაცია.

17 სექტემბერს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შევდივარ ექიმთან და მეუბნება რომ სიმსივნე არის ავთვისებიანი და არის ეჭვი რომ მეტასტაზები წასულია მუცლის ღრუში.

იქამდე გვქონდა გაკეთებული MRI და ყველა საჭირო გამოკვლევა რის მიხედვითაც ჩანდა რომ ყველა ორგანო იყო სუფთა მაგრამ ოპერაციის მერე ჩვენმა ექიმმა მოგვთხოვა ახალი გამოკვლევები რომლებიც უნდა ჩატარებულიყო იმავე კლინიკაში.არც ამ გამოკვლევებით გამოჩნდა სადმე რამე საეჭვო მაგრამ

მაინც (არ ვიცი რატო და ალბად არც თვითონ იციან) გადაწყდა ქიმიოთერაპია...

დაჟინებული მოთხოვნით ქიმიის კურსი უნდა ჩატარებულიყო სასწრაფოდ.

ქიმიოთერაპია დაგვინიშნა შალვა ჭოველიძემ რომელმაც ჩაატარა ოპერაცია. ამ დროს რა მდგომარეობა იყო ჩვენს სახლში თუ ტვინში მხოლოდ ჩვენ ვიცით და არავის ვუსურვებ გამოსცადოს მაგრამ დამიჯერეთ ძალიან მძიმეა... მივედით დათქმულ დროს, შევდივართ ქიმიოთერაპევტთან რომელსაც შევყავართ ოთახში და გევუბნება რომ ზურას არ სჭირდება ქიმია, რომ ის ოპერაციის მერე აბსოლიტურად ჯანმრთელია და რომ ის არ გააკეთებს ქიმიას... შოკში ვიყავით, ზურა ტიროდა სიხარულით... მე ვერც სიხარული გამოვხატე, ვეღარ გავიგე რა მოხდა... დიდი მადლობა გადავუხადეთ ქიმიოთერაპევტს და წამოვედით ( მხოლოდ ამ ქაბატონის გამო არ მინდოდა ამ პოსტის გასაჯაროვება მაგრამ ვერც ამ ამბავს გავატარებდი ასე ჩუმად) ძალიან ბედნიერები ვართ ძააალიან მაგრამ ხანმოკლე აღმოჩნდა სიხარული. დაახლოვებით 2 საათში იგივე ქიმიოთერაპევტი გვირეკავს და გვეუბნება რომ რაღაცეებს გადახედა და შეეშალა, აუცილებლად და თან მეორე დღესვე უნდა დაიწყონ ქიმიოთერაპია..

ალბად ყველა ხვდებით რაც მოხდა იქ.. და რატო შეიცვალა აზრი ამ ქალბატონმა.

ბევრი რომ არ ვწერო ჩემი უახლოვესი მეგობრის დაჟინებით ჯერ ანალიზის პასუხები გავაგზავნეთ თურქეთში და მერე სასწრაფოდ წავედით ერთ-ერთ კლინიკაში სადაც დაგვხვდა ორი ქართველი გოგო მარიამი და ხატია ( სამწუხაროდ გვარები არ მახსოვს,უღრმესი მადლობა მათ ყველაფრისთვის)გაკეთდა ყველაფერი რაც საჭირო იყო და წამოვედით... 2 დღის მერე დაგვირეკა ხატიამ და მოგვილოცა,

ზურა არის აბსოლიტურად ჯანმრთელი, არც ერთ ორგანოზე არ არის მეტასტაზი და რა თქმა უნდა ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდება ქიმიოთერაპია...

ეს იყო ნამდვილად დიდი სიხარული!

ახლიდან დავიწყეთ ცხოვრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×