თამთა ჩაჩანიძე
29.10.2019

 „ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ეს ბუნებრივია ნიშნავს იმასაც, რომ აღიარებს, რომ ისინი დაზარალებული არიან და ოფიციალურ სტატუსსაც, დარწმუნებული ვარ, მიანიჭებენ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნებისა" და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებული 16 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭებას.

20-21 ივნისს დაზარალებულებისათვის სტატუსის მისანიჭებლად სასამართლოს 11 ოქტომბერს მიმართა. საქართველოს იურისტთა ასოციაცია სასამართლოში პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 მოქალაქისთვის, მათ შორის 8 ჟურნალისტისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა, თუმცა 25 ოქტომბერს სასამართლომ საიას საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ქანთარია დარწმუნებულია, რომ დაშავებულებს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებათ.

„როგორც მათ აღნიშნეს, რაღაც ტექნიკური სამართლებრივი საკითხებიაო და ყველაფერი აშკარაა და გამორიცხულია, რომ მათ არ მიენიჭოთ დაზარალებულის სტატუსი,

„სტატუსთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, რომ ექნებათ, მაგრამ ის, ფაქტი რომ სახელმწიფომ უზრუნველყო მათი მკურნალობა საქართველოში თუ საზღვარგარეთ და ის, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმასაც, რომ აღიარებს, რომ ისინი დაზარალებული არიან და ოფიციალურ სტატუსსაც, დარწმუნებული ვარ, მიანიჭებენ.

„შესაძლებელია კანონში ხარვეზიც იყოს. ალბათ ამას უფრო ჩაძიება სჭირდება. თუკი რამე ხარვეზია და გამოსასწორებელია, ამაზე იურიდიულმა კომიტეტმა და თვითონ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ კანონის გარეშეც კი, ეს სტატუსი როგორც დაზარალებულის თავისთავად მიენიჭებათ, ეს ითქვა კიდეც", - განაცხადა ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×