„ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბარი ივანიშვილისთვის კომფორტული არ არის. კომფორტული არის თემა, რომელზეც ისაუბრა. ამ განცხადებით ის ცდილობს რაღაც პოზიტივით გადაფაროს ბოლო დროის მოვლენები“, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის ივანიშვილის განცხადებას ქალაქ წყალტუბოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
„ივანიშვილი ცდილობს, რომ დისტანცირებული იყოს სახელმწიფო მმართველობისგან, თუმცა კულუარებში არ ეშვება. ამ კაცმა ეს საქმე არ იცის და ეს თემა მისთვის კომფორტული არ არის, ამიტომ ცდილობს ნაკლებად ილაპარაკოს.
„მისთვის კომფორტული თემა ბიზნესია, ეს საქმე ამ კაცმა კარგად იცის. მისი გადაწყვეტილებაც მისასალმებელია და მადლობა ეთქმის. ამგანცხადებით ცდილობს რაღა პოზიტივით მაინც გადაფაროს არსებული პრობლემები.
„გააკეთებს თუ არა საზოგადოების წინაშე რაიმე განცხადებას ივანიშვილი და შეაფასებს თუ არა ბოლო დროის მოვლენებს, ვერ გეტყვით. ჯერ-ჯერობით რადგან არაფერს ამბობს, ეტყობა არც პასუხები აქვს და არც სათქმელი. ნაცარს ხომ არ დაიყრის თავზე...“ - განაცხადა „რეზონანსთან“ გია ხუხაშვილმა.