რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი)ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

საუბარია ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც იგი წყალტუბოში 22 სასტუმროსა და 9 აბანოს შეისყიდის.

"ახლა წყალტუბოს იყიდის. შემოარტყამს გალავანს და დამიწესებს რითი და რომელ საათებში უნდა ვიარო ჩემს ქალაქში. სიკეთეა ეს კაცი. ხალხისთვის ყიდულობს ლარად მთელ ქვეყანას" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×