„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები თავად რომ არ აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს და იცავდნენ პროფესიული ეთიკის ნორმებს, მაშინ გასაგები იქნებოდა მათი მცდელობა. ამიტომ არ მგონია, რომ პრეზიდენტმა დასაბუთებულად ჩათვალოს მათი მოთხოვნა“, - ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იუსტიის უმალესი საჭოს წევრების მოთხოვნას საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, პრეზიდენტს უახლოეს დღეებში გადაეცმა 10-გვერდიანი დოკუმენტი, რომელშიც მოსამართლეებმა ანა დოლიძის პოლიტიკურ განცხადებებს მოუყარეს თავი. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოითხოვენ საბჭოს წევრები ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, რადგან, მათი თქმით, არამოსამართლე წევრი საბჭოს პოლიტიზირებას უწყობს ხელს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები თავად რომ არ აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს და იცავდნენ პროფესიული ეთიკის ნორმებს, მაშინ გასაგები იქნებოდა მათი მცდელობა. ასეთი მიდგომა არის დისკრიმინაცია არამოსამართლე წევრის მიმართ და არ შეიძლება პრეზიდენტმა დასაბუთებულად ჩათვალოს მათი მოთხოვნა.
„ანა დოლიძეს აქვს საკმაოდ მაღალი რეპუტაცია და ნდობა საზოგადოებაში. ამიტომ არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ასე ხელაღებით დააკმაყოფილოს იუსტიციის საბჭოს მოსამართლეების ეს უგუნური მოთხოვნა. თუმცა, არაფერი გამიკვირდება, რადგან ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ფანტაზიაშიც რომ ვერ წარმოიდგენ ისეთი რამ ხდება რეალობაში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.