რეზონანსი
30.10.2019

 მსხვერპლით დასრულდა გორთან მომხდარი ავარია. ადგილზე გარდაიცვალა ორი ადამიანი, ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინბფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ავტობანის დამცავი ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი გარდაიცვალა. მძღოლი და კიდევ ერთი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.

"დიანიუსის" ცნობით, ავტომანქანაში მყოფი პირები ნათესავები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×