გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებას ეხმაურება. თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავს. გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის განმარტებით, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს, უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.
"აღნიშნულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მოყვანილი ინფორმაციები დროში აცდენილია იმ მოვლენებთან, რომელზეც საუბარია. რაც შეეხება, თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, ყველას, მათ შორის, სასულიერო პირს, უფლება აქვს მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, ჩამოაყალიბოს თავისი ერთიანი პოზიცია და სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.