ია აბულაშვილი
30.10.2019

 "2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება კოალიციის შექმნა და ვისთან შექმნის "ოცნება" კოალიციას" - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი საარჩევნო წლის დაწყებას.

"საარჩევნო ციკლი იწყება ოქტომბრის ბოლოს, სავარაუდოდ წლის ბოლოს მიღებული იქნება ცვლილებები კონსტიტუციაში და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. რაც შეეხება კომისიების ფორმირების საკითხს, ვერ გეტყვით რაზე შეთანხმდა კაჭრეთის შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობაზე მომაუშავე ჯგუფი. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ალბათ კომისიებში შევლენ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც გარკვეული ხმები მიიღეს წინა არჩევნებში.

რაც შეეხება პოლიტიკურ ძალთა შანსებს მომავალ არჩევნებში, კვლევები არ ჩამიტარებია და შემიძლია ვიმსჯელო მხოლოდ იმ პოლიტიკური კლიმატით, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ჩემი აზრით, "ოცნება" იქნება პირველი ამ საარჩევნო მარათონში. მაგრამ ექნება თუ არა საჭირო უმრავლესობა, ეჭვი მეპარება. ჩატარებული კვლევების მიხედვითაც, ვერცერი პოლიტიკური ძალა უმრავლესობას ვერ შექმნის. დავუშვათ პირველ ადგილზე გასულ "ოცნებას" რომელიც შეძლებს 40-ზე მეტი ხმა მოიპოვოს, იმ 11%-ის მოძიება გაუჭირდება. იმ ფონზე, როცა "ოცნებაც" აცხადებს, რომ კოალიციას არ შექმნის "ნაციონალებთან", "ნაციონალები" აცხადებენ, რომ კოალიციას არ შექმნიან "ოცნებასთან".

"ოცნებას" ჰყავს თავის ამომრჩეველი და დახლოებით ეს არის 40%. ამდენივე ჰყავს "გაერთიანებულ ოპოზიციას", ანუ რჩება 30%, რომელმაც ხმა არ მისცა არაცერთ ამ პოლიტიკურ ძალას. ანუ ჭიდაობა მიდის ამ 30%-ზე, ვინც მოახერხებს ამ ელეტორატის თავის მხარეზე გადაყვანას, ეყოლება უმრავლესობა. ამიტომ, საარჩევნო წელს მმართველი გუნდი გააუმჯობესებს თავის ქმედებებს, იქნება აქტიურობა ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, დაანონსებულ ქუთაისის საავტომობილო ქარხანასთან, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ა.შ. მომავალი არჩევნების მთავარი ინტერიგად კი მაინც რჩება კოალიციების შექმნა და ვისთან შექმნის "ოცნება" კოალიციას "- განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×