რეზონანსი
30.10.2019

(რეზონანსი) უკვე ცნობილია, რომ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრული ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა გაიმართება.

„ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გეი სიყვარულის შესახებ კინოჩვენებას არ დაუშვებს და ამას აუცილებელად პროტესტი მოჰყვება

„ესაა მამათმავლობის ტირაჟირება პროპაგანდის ხელშეწყობა, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ. ჯერ არ ვიცი რა ფორმით, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ გავაპროტესტებთ. ამ კინოჩვენების წინააღმდეგ გამოსვლა თითოეული ქართველისა და მართლმადიდებელის ვალია.

იმის გამო, რომ ვიღაცამ გრანტები ჩაიჯიბოს, ჩვენ მამათმავლობის რეკლამირებას არ დავუშვებთ, ეს ცალსახაა. ზაფხულში როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას" - ამბობს სანდრო ბრეგაძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×