რეზონანსი
30.10.2019

 (რეზონანსი)შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვანის დედის თქმით, მის შვილზე ძალადობას ცდილობდა.

როგორც არასრულწლოვანი გოგოს დედა ტელეკომპანია "მთავართან" ამბობს, თანასოფლელი კაცი არასრულწლოვნის იძულებით საკუთარ სახლში წაყვანას ცდილობდა:

"გზაზე იჯდა, უთქვია რა კარგი ბავშვები ხართო. შემდეგ ჩემი გოგოსთვის დაუძახია ერთი წუთით მოდიო. იცნობდა ბავშვი და მივიდა. დაუჭერია მკლავებით, მიუხუტებია გულის მხარეს და უთხრა წამოდი ჩემთან სახლში მოგესიყვარულოო. ბავშვმა რომ გამოიწია მკლავში მოჰკიდა ხელი და სახლში მიათრევდა" - ამბობს არასრულწლოვნის დედა

როგორც გოგოს დედა ამბობს, ბავშვმა თავის დაღწევა მოახერხა და სახლში დაბრუნდა რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×