რეზონანსი
31.10.2019

 თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე ავარიისას დაშავებული 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულება „ამტელის“ ექიმის, ნეიროქირურგ ბესიკ წივწივაძის განცხადებით, დაშავებულს თავის ტვინის შერყევა აქვს.

„ბავშვთა გადაუდებელ განყოფილებაში მოყვანილია 13 წლის ბიჭი. ირკვევა, რომ მას დაეჯახა მანქანა და მოყვანილია როგორც ქალა ტვინის ტრავმის დიაგნოზით. შემოსვლისას გარეგნულად გამოხატული ჰქონდა თავის ტკივილი, მარცხენა გვერდის და ფეხის ტკივილი. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლისა და შინაგანი ორგანოების ექოსკოპია. ამჟამად იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, – განაცხადა ნეიროქირურგმა.

თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე დაცვის პოლიციის ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×